იუნა შაფათავა: ,,ივანიშვილთან კარისკაცადაც ვიმუშავებდი, თან უანგაროდ”

იუნა შაფათავა: ,,ივანიშვილთან კარისკაცადაც ვიმუშავებდი, თან უანგაროდ"სკანდელებით ცნობილი იუნა შაფათავა ფეისბუქში წერს თავის დაზე, რომელიც ,,ქართუ ბანკში” მუშაობს:

,,მე მგონი, სიტყვა ,,მდივანი” დიდი ხანია ამოვარდა ბიზნეს ლექსიკონიდან. ძალიან გთხოვთ, სანამ ჩემი დის, დეას ,,თანამდებობას” დაასახელებთ ადამიანების სტატუსებით ,,დაწერილ” სტატიებში, გადაამოწმეთ იმ პიროვნებასთან, ვის ,,მდივნობასაც” აწერთ.
ჩემი და დიდი ხანია ,,მდივნის” ასაკიდანაც გამოვიდა და ძალიან over qualified არის, აი, ისე, გუშინდელ და დღევანდელ მინისტრებზე მეტად რომ ,,მდივანი” ეძახოს ქართულმა მედიამ. მისი ოფიციალური პოზიცია დღეს ,,ქართუ ბანკის” ბიზნესგანვითარების დირექტორია.

აქვე დავძენ, ივანიშვილთან სიამოვნებით კარისკაცადაც ვიმუშავებდი, თან უანგაროდ, ლეგენდასთან მუშაობა უდიდესი პატივია. მაგრამ თქვენი დასკვნები თუ ვიღაცის ზეპირად მონათხრობი ჩემი დის ,,პოზიციაზე” საქართველოს ისტორიაში უდიდესი მეცენატის სამეფო კარზე, არაზუსტია.

ეს არ არის ოფიციალური განცხადება, ეს ჩემი, როგორც დეას დის, კორექტივია”.