აღდგომის მეორე დღეს, 29 აპრილს მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილს, იგივე გოგიჩას დაბადების დღე ჰქონდა. ეს დღე ჩვეულებრივი დაბადების დღეებისგან განსხვავდებოდა. ყველასათვის საყვარელ მსახიობს რამდენიმე წლის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და დღემდე მკურნალობას აგრძელებს. ამ დღეს მის ოჯახში ექიმები ჰყავდათ გამოძახებული, რომელსაც თურ
29 აპრილს გიოგის მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,უიიი… თქვეენ სულ გიყურებდით. იცით, როგორ მიყვარხართ, რა ბედნიერებაა, რომ გნახეთ – და უცებ უხერხული პაუზა და…
,,კარდიოექსპრესის” პატარა, ლამაზთვალება ექიმი მიხვდა, რომ სულ სხვა ადგილას შეხვდა
თავის გმირს…
-დაბადების დღე მაქვს. ვიცოდი, გაგიხარდებოდა და დაგპატიჟე, – გაანეიტრალა უხერხულობა გოგიჩამ და ,,კარდიოქსპრესის” მოსვლაც კი დღესასწაულად აქცია! ორი ახალგაზრდა ექიმი ნემსით ხელში იდგა და მღეროდა: ,,რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, დღეს ხომ გოგიჩას დაბადების დღეა…”.
აი, ასეთი ადამიანი გიყვართ თქვენ, თავისი ზღაპრის ქვეყნიდან და აძლიერებთ მას და ჩვენ – თქვენი სიყვარულით და სიკეთით. და ეს ,,თქვენ” არ არის ერთი კრებითი სახელი, ამ ,,თქვენ”-ს თითოელი ჩვენი მეგობარი ქმნის! თქვენ ხართ ის აბჯარი, ძალა, იმედი და სიყვარული, რომლის წინაშეც ბოროტი უძლურია!
მადლობა, ჩემო მეგობრებო, ამ ძლიერი სიყვარულისთვის და ამდენი კეთილი სურვილისთვის! გვიყვარხართ,” – წერს ნათია ბანძელაძე.

