გია ხუხაშვილი: ,,ზურაბიშვილი არის კლასიკური პროვოკატორი”

გია ხუხაშვილი: ,,ზურაბიშვილი არის კლასიკური პროვოკატორი"პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი დავითგარეჯში შექმნილ პრობლემაზე ფეისბუქში წერს:

,,სალომე ზურაბიშვილი არის კლასიკური პროვოკატორი, არა იმიტომ, რომ დავითგარეჯში მივიდა, არამედ იმიტომ, რომ ამ სამუშაო ვითარებაში განსახილველ საკითხზე საჯარო პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო ჯერ კიდევ 5 მარტს, აშკარა რელიგიურ კონტექსტში, რითაც დისკუსიაში ჩართო ეკლესია და მრევლი.

რაც შეეხება დავითგარეჯს, ის რა თქმა უნდა, ქართულია და ეს მშვიდ ვითარებაში დადგინდება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად”.