გაფრთხილება ისრაელში მცხოვრებ ქართველებს

გაფრთხილება ისრაელში მცხოვრებ ქართველებსისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

,,ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი:

+97236093206, +972526919092

ასევე გთხოვთ გაეცნოთ საგანგებო ვითარებაში მოქმედების ინსტრუქციას შემდეგ ბმულზე

დატოვეთ თქვენი კომენტარი