9 წლის დაჩი გულუა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს – წერილს სოციალურ ქსელში, დაჩის დედა აქვეყნებს.
,,ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ”, – წერს დაჩი წერილში.

