ჩერგოლეიშვილი სუხიშვილს: ,,ქრისტიანობის ღალატია ამ ზეიმში მონაწილეობა”

ჩერგოლეიშვილი სუხიშვილს: ,,ქრისტიანობის ღალატია ამ ზეიმში მონაწილეობა"ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელით ანსამბლ ,,სუხიშვილების” დირექტორ ნინო სუხიშვილს მიმართავს.

,,დიდ პატივს ვცემ შენს რწმენას, ნინო, ასევე დიდ პატივს ვცემ შენს საქმეს. მაგრამ სიძულვილის ზეიმს, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქების მიერ ამ სამარცხვინო პოგრომის მოწყობის შემდეგ დაფუძნდა, არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს.უფრო მეტიც, ჩემი შეფასებით და ვფიქრობ, საღი აზრითაც, სწორედ, რომ ქრისტიანული ღირებულებების ღალატია სიძულვილის ზეიმში მონაწილეობა.

როგორც პავლე მოციქული იტყოდა, ფასით ხართ ნაყიდნი – ნუ გახდებით მონები. წმინდა
ილია მართალს დავამატებდი (ილია ჭავჭავაძეს) – ჩემს სათქმელს ამბობს:

სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ნინო სუხიშვილის განცხადებით, სამების წინ კონცერტი ძალადობა არ არის და მისთვის დიდი პატივია კონცერტში მონაწილეობა.

,,მთელი ცხოვრება ერის საქმეს ვაკეთებთ და ეს აგრესია გაუგებარია”, – ამბობს ნინო სუხიშვილი.