ჩერგოლეიშვილი კალაძეზე: ,,ჯაგად გაგზარდეს და… ჯაგად მოკვდები, სულ რომ დოლჩე და გაბანას თუთიყუშს დაემსგავსო”

ჩერგოლეიშვილი კალაძეზე: ,,ჯაგად გაგზარდეს და... ჯაგად მოკვდები, სულ რომ დოლჩე და გაბანას თუთიყუშს დაემსგავსო"თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში წერს:

,,გიგას გავყევი, შალვა შავგულიძის ბანერებს კიდებდნენ და მე კარგი გამოცდილება მაქვს – ერთადერთი ,,ბანერი”, ანუ სტიკერი გავაკარი ჩემს ცხოვრებაში – ივანიშვილის კარიკატურა და დამიჭირეს. თან ვერთობოდი ამწეზე. დღეს გამოვიარე, ჩამოხსნილია – როგორც მოსალოდნელი იყო.
რეალურად სულ სხვა რამის დემონსტირება მინდოდა. ირმა ინაშვილის და თარხან მოურავის ძონძები კიდია 1 თვეა რუსთაველზე და ვარაზის ხევში (ალბათ სხვაგანაც) და ხელს არავინ კიდებდა – გადაღებული გვაქვს.
ჰოდა, Kakha Kaladze, ჯაგად გაგზარდეს, ჯაგა ხარ და ჯაგად მოკვდები, სულ დოლჩეს და გაბანას თუთიყუშს რომ დაემსგავსო.
P.S. ჩემ ჩამოკიდებულ ბანერს რომ ხსნი და ირმა ინაშვილისას – არა, სხვა რაზე მიუთითებს,”