იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მისი პირველი სამსახური მეორადი ტანსაცმლის მაღაზია იყო და ამით ის დღემდე ამაყობს.
,,მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობდი. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო. დღესაც მეამაყება ამის. შემდეგ წიგნების მაღაზიაში ვმუშაობდი, ასევე გამყიდველად. მეამაყებოდა, რადგან შემომქონდა ჩემი ფული. მანამდე ამერიკაში ვცხოვრობდი და იქ ხან მებაღედ ვმუშაობდი, ხან ნაყინის გამყიდველად, ხან სათხილამურო შეჯიბრებებზე მსაჯად”- განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე რთული იყო პერიოდი, როდესაც მეტროსთან მაღაზიის ბროშურების დარიგება უწევდა და ძალიან კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც დღეს იმავეს აკეთებენ.
,,რთული იყო, როდესაც ტანსაცმლის მაღაზიის ბროშურებს ვარიგებდი მეტროსთან. იმის მერე, როცა მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ბროშურებს არიგებენ, ყოველთვის ვართმევ ამ ფურცლებს. ყველაზე რთულია, მიაწოდო ბროშურები ადამიანებს, რომლებიც დატვირთულები არიან თავიანთი ცხოვრების რეჟიმით, ხან ხელს აგიქნევდნენ, ხან გეუბნებოდნენ, არ მცალია,” – აღნიშნა დოლიძემ.

