,,ზოგი კვერცხს ღებავს, ზოგი კი მხოლოდ ჯანმრთელ ცხოვრებაზე ოცნებობს” – ნატა ლეონე

,,ზოგი კვერცხს ღებავს, ზოგი კი მხოლოდ ჯანმრთელ ცხოვრებაზე ოცნებობს" - ნატა ლეონეუცხოეთში მცხოვრები ქართველი ნატა ლეონე სოციალურ ქსელში წერს:

,,ეს ესაა დარბაზიდან გამოვედი… ვარჯიშიდან სახლში დაბრუნებას ვაპირებდი… საშინლად წვიმს მაინცში (ქალაქი გერმანიაში, სარკენიუსი).
ავტობუსის გაჩერებისკენ მივიჩქაროდი, რომ ჩემ წინ ინვალიდების ეტლით ქალბატონმა ჩამიარა. ჩემი ყურადღება მისმა ფეხებმა მიიპყრო, ერთი ჰქონდა, ხოლო მეორე მუხლამდე ედო სავარძელში…
გული მომიკვდა…
განა’და ის გამიკვირდა, რომ ის ეტლში იჯდა, ეს არ გამკვირვებია, რადგან მთელი ცხოვრება ეტლით ცხოვრებას ვსწავლობთ მე და ჩემი და (რადგან ისიც ეტლშია).
მე ის მეტკინა, რომ ცალი ფეხი მუთაქასავით ედო სავარძელში… ეტლით კი უამრავი ჩანთა მიჰქონდა, ალბათ საყიდლებიდან სახლში ბრუნდებოდა… მთელ ცხოვრებას საოცარი სიმამაცით მარტო მიაგორებდა.
რანი ვართ არა ადამიანები…
ზოგი კვერცხს ღებავს, რომ დღე გაილამაზოს… ზოგი პასკას აცხობს… ზოგი კი მხოლოდ ჯანმრთელ ცხოვრებაზე ოცნებობს…
ჰო, ასეთია ცხოვრება…
ყოველ წვრილმანზე ვწუწუნებთ ადამიანები, თუმცა ნამდვილ უფეხებო ტკივილს სხვანაირი სახე აქვს…
დააფასეთ ყოველი დღე და მხოლოდ ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის ილოცეთ, რადგან დანარჩენი ყველაფერი წარმავალია”.