თხილის ბიზნესი გაკოტრდა, ბანკებმა მათი ქონება აუქციონზე გაიტანეს

თხილის ბიზნესი გაკოტრდა, ბანკებმა მათი ქონება აუქციონზე გაიტანეს2016 წლის კარგი მოსავალის შედეგად ადგილობრივი თხილის ბიზნესი გაფართოვდა, დაემატა რამდენიმე ახალი თხილის გადამამუშავებელი ფაბრიკა და ასევე მოხდა არსებული ფაბრიკების გადაირაღება და გამსხვილება. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მოსავალი განახევრდა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გამოცხადებულმა კამპანიამ ყველას იმის იმედი მისცა, რომ 2018 წლის მოსავალი წინაზე უკეთესი იქნებოდა, იგივე ვარაუდით ბანკებმა ნედლეულის შესაძენად და საწარმოების სეზონისათვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი კრედიტები გასცა.

საწარმოების სეზონისათვის მოსამზადებელი და ნედელულის შესაძენი 11 თვიანი კრედიტების 80-90%-ის გადახდას ბანკები ბოლო ორ თვეში – ივლისსა და აგვისტოში ითხოვდნენ ანუ იმ პერიოდში, როდესაც შესყიდული და გადამუშავებული თხილის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო.

მოსავლის განადგურების გამო თითქმის ვერც ერთმა საწარმომ კრედიტის ბოლო ორი თვე ვერ დაფარა და ამ დროისათვის გურიაში ოცამდე თხილის საწარმო რეალურად წინასააუქციონო პროცედურებს გადის და მალე გაიყიდება. ბანკების მხრიდან საწარმოების შენობა-ნაგებობის და დანადგარების შეფასება მათი ღირებულების დაახლოებით 30-40%-ს შეადენს და მათი აუქციონებზე გაყიდვა რამდენიმე თვის საქმეა.

უნდა აღინიშნოს, რომ თხილის სექტორი სახემწიფოსაგან მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე და დამოუკიდებლად განვითარდა და იგი თითქმის მთლიანად დაკავებული იყო ადგილობრივი ბიზნესის მიერ. ვალების გადაუხდელობის გამო თხილის სექტორში დაკავებული ბიზნესმენების საქმიანი და საკრედიტო რეპუტაცია მთლიანად განადგურებულია, დაკარგულია ის კავშირები და საქმიანი პარტნიორები, რომელთა მეშვეობითაც თხილის ექსპორტი ხდებოდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამისი პრეპარატების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში, 24 მილიონ 200 ათასი ლარით. ამას ემატება ფაროსანას წინააღმდეგო ღონისძიებების ხარჯები და ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა უნდა დაიხარჯოს.

სამწუხაროდ, თხილის სექტორთან დაკავ­შირებული პრევენციული ღონისძიებების სახით სახელმწიფო საკმარისად თვლის ფაროსა­ნასთან პრევენციულ ბრძოლას, რაც თხლის გადამუშავება-ექსპორტის მთლიანად დანგ­რეული სექტორის ფონზე მოსახლეობისათვის ვერანაირი დადებითი შედეგის იმედს ვერ იძლევა, ფაქტია, რომ თუ სახელმწიფომ თხილის პლანტაციების ანტიეპიდემიური დამუშავების გარდა არაფერი  მოიმოქმედა, 2019 წლის მოსავალი კარგიც რომ იყოს, თხილის შემძენი და გადამამუშავებელი ამ დროისათვის არავინ აჩანს და გურიის მოსახლეობის პრობლემებს მარტო სალიარკაგარეული’ პრეპარატების გაფრქვევა ვერ მოაგვარებს.

ავტორი, კახა ჩავლეშვილი, გურიის მოამბე