ირმა სოხაძე: „გადაცემა საერთო მოსაზრებით გავაჩერეთ“

ირმა სოხაძე: „გადაცემა საერთო მოსაზრებით გავაჩერეთ“ტელეკომპანია „პოსტვ“-ზე გადაცემა, რომლის თანაწამყვანი მომღერალი ირმა სოხაძე იყო, დაიხურა. როგორც მომღერალი ამბობს, პოლიტიკური მოსაზრების გამო შენიშვნა არავისგან მიუღია.

-საერთო მოსაზრებით გავაჩერეთ გადაცემა, ახლა არ არის ამ გადაცემის დრო და ადგილი. გავაჩერეთ, შეიძლება განახლდეს სექტემბრიდან, ან საერთოდ დაიხუროს, არავინ არაფერი ვიცით. პოლიტიკური მოსაზრების გამო შენიშვნა არავისგან მიმიღია. ამ აზრზე ვარ და ვიქნები.. ჩვენ უკვე ერთი კვირაა, ეთერში არ ვართ, – ამბობს ირმა სოხაძე.

პალიტრავიდეო