სალომე ზურაბიშვილი CNN-ს: „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსულ მეთოდებს იყენებენ“

სალომე ზურაბიშვილი CNN-ს: „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსულ მეთოდებს იყენებენ“„მე წინ გა­ვუ­ძღვე­ბი პრო-ევ­რო­პულ ფრონტს ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად რე­ფე­რენ­დუ­მი იქ­ნე­ბა – არა ჩემი პირ­და­პი­რი ჩარ­თუ­ლო­ბით არ­ჩევ­ნებ­ში“ – ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა CNN-თან ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.

-მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ქუ­ჩებ­ში ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ, ძა­ლი­ან რუ­სუ­ლი მე­თო­დია, და­ში­ნე­ბის მე­თო­დია, პრო­ტეს­ტის გა­ჩე­რე­ბის მე­თო­დია და იმის მე­თო­დია, რომ ხალ­ხმა აღარ თქვას, რომ მათ ევ­რო­პუ­ლი გზის დაბ­რუ­ნე­ბა სურთ.

ვფიქ­რობ, რომ რუ­სე­თი ამის გამო იყო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და უფრო შეშ­ფოთ­და, რო­დე­საც [ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია] სულ უფრო და უფრო ახ­ლოვ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უკვე გვაქვს და შეგ­ვიძ­ლია გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნა. და მათ ეს ნამ­დვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბათ. თუმ­ცა, მათ ასე­ვე არ მო­ე­წო­ნათ სომ­ხე­თის ევო­ლუ­ცია. მათ ასე­ვე არ მოს­წონთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ევო­ლუ­ცია და თურ­ქეთ­თან სი­ახ­ლო­ვე. მათ ასე­ვე არ მოს­წონთ ის ფაქ­ტი, რომ შავ ზღვას ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ ისე, რო­გორც სურთ. ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც რუ­სეთს სურს.

ჩვენ ერ­თგულ­ნი ვართ. კი, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამან სა­ქარ­თვე­ლოს მისი ევ­რო­პუ­ლი გზი­დან არ გა­და­ახ­ვე­ვი­ნა. ამან ერთი წა­მი­თაც არ გაგ­ვა­ჩე­რა და მო­მა­ვალ­შიც ვერ გაგ­ვა­ჩე­რებს,

ძა­ლი­ან მსგავ­სი მე­თო­დე­ბია [უკ­რა­ი­ნას­თან], ვი­ნა­ი­დან, ასე იქ­ცე­ვა რუ­სე­თი და ასე იქ­ცე­ვი­ან ის მთავ­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან ახ­ლოვ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ძა­ლიან  გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბებ­ში ვართ.

ჩვე­ნი მა­ი­და­ნი გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­ვი­ა­რეთ, მსგავ­სი პრო­ტეს­ტე­ბი გა­ვი­ა­რეთ, უფრო შორს ვართ გზა­ზე. აქ არის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მელ­მაც ბევ­რი გა­მო­საც­დე­ლი გა­ი­ა­რა, და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ით. გვაქვს არ­ჩევ­ნე­ბი, მე წინ გა­ვუ­ძღვე­ბი პრო-ევ­რო­პულ ფრონტს ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად რე­ფე­რენ­დუ­მი იქ­ნე­ბა – არა ჩემი პირ­და­პი­რი ჩარ­თუ­ლო­ბით არ­ჩევ­ნებ­ში, არა­მედ ამ პრო-და­სავ­ლუ­რი და პრო-ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფრონ­ტი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­რან­ტო­რი ვიქ­ნე­ბი. ვი­ნა­ი­დან, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია – ჩვენ ძა­ლი­ან ზრდას­რუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვყავს, ძა­ლი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ხალ­ხი გვყავს, რა­საც სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ – თუ რამ­დე­ნად ზრდას­რუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა აქ და რამ­დე­ნად ერ­თგულ­ნი არი­ან შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი გზა, ფან­ჯრის გა­ტე­ხის ან მან­ქა­ნის დაწ­ვის გა­რე­შე, რაც ხში­რად ხდე­ბა რიგ ქვეყ­ნებ­ში, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ამბები