მარინა შენგელია ფეისბუქში წერს:
,,უნდა დავწერო: დღეს საბურთალოს სასაფლაოზე გაოცებული დავრჩი – ბიოტუალეტი დაუდგამთ შესასვლელთან. რიგი იდგა. ეწერა ფასი, 1 ლარი ჩააგდეთო… რიგში ,,დამარიგეს”, ნუ ჩააგდებთ, გაფუჭებულია და ისედაც შეხვალთო.
ახლა მე რა დამემართებოდა ამ ნათქვამზე?! ჰოდა, მალე გააუქმებენ თუ არავინ ჩავაგდებთ-მეთქი. ორმა ქალბატონმა – რა ამბავია 1 ლარი, 50 თეთრი უნდა იყოსო. ვკითხე, ადრე ბიოტუალეტი წლების განმავლობაში სასაფლაოზე გინახავთ-მეთქი? ერთმა ქალმა, კიო. ვუთხარი, როგორ, აქ მე 30 წელია დავდივარ და პირველად ვხედავ-მეთქი. მიპასუხა, მე სხვა სასაფლაოზე დავდივაროოო…
გვეშველება რამე? არ ვიცი! პ.ს. ტუალეტში ვინტილაციაც მუშაობდა და წყალიც მოდიოდა, ეს ისე”.

