,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სრულიად საქართველომ გამოიტირა, დავითგარეჯი კი ყველას ჰკიდია!” – ალექსანდრე პაიკიძე

,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სრულიად საქართველომ გამოიტირა, დავითგარეჯი კი ყველას ჰკიდია!" - ალექსანდრე პაიკიძეალექსანდრე პაიკიძე დავითგარეჯში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას ფეისბუქით ეხმაურება და საზოგადოებას ერთად დგომისკენ  მოუწოდებს.

,,ტექსტის ბოლოს ერთი ცნობილი ადამიანის დაუნდობელი გინება იქნება და თუ გინდა ნუ წაიკითხავთ!
არასდროს მსგავსი შედარება არ გამიკეთებია და გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება, დაწეროს, გააზიაროს ან გააკრიტიკოს რაიმე ამ სივრცეში.

ვისარგებლებ პირველი და მესამე პუნქტით და დავწერ, რომ საზოგადებრივი აქტივობის გარეშე დავითგარეჯს დავკარგავთ! ასეთი საფრთხე რეალურია. ხალხს კი ჰკიდია! პარიზის ღმრთისმშობლის ტაძარი სრულიად საქართველომ გამოიტირა (რაც ნორმალურია და ამის გამო არავის ვაკრიტიკებ), მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარეჯზე საუბარი და ამ ინფორმაციით თავისი გვერდის ,,გადატვირთვა” არ სურთ.

დედა ვატირე ისეთი ქართველის, ვისაც არ აქვს სამშობლოს განცდა და უინტელექტო კოსმოპოლიტთა ცრუ იდეოლოგიის ,,მიმდევარია”. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თავისი შინაარსით პარტიული ამხანაგები და მათი ბელადებიც ( სტალინი, ორჯონიკიძე და ა.შ.) კოსმოპოლიტები გახლდნენ. დიდი საზოგადიებრივი პროტესტის გარეშე ამ საქმეს არ ეშველება! ასეთ დროს მაინც იყავით – ,,დღეს მეც ქართველი ვარ”, – წერს ალექსანდრე პაიკიძე.