ნინო ნადირაძე: ,,მე სასწაულად გადავრჩი, ორი ახალგაზრდა ექიმი კი კინაღამ დაგვეღუპა”

ნინო ნადირაძე: ,,მე სასწაულად გადავრჩი, ორი ახალგაზრდა ექიმი კი კინაღამ დაგვეღუპა"ქალაქში ამოყირავებული მანქანების დანახვას სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.  ექიმმა-კარდიოლოგმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ  ფეისბუქით იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც ამ სოციალურ აქციას აპროტესტებენ.

,,მინდა, ამოტრიალებულ მანქანებზე დავწერო. მე კიდევ უფრო მეტს დავაყენებდი, იმიტომ, რომ უამრავი უაზრო ავარიის შედეგი მაქვს ნანახი ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. ერთი დღე მაინც დარჩით ,,ემერჯენსის” განყოფილებაში ან რეანიმაციაში შეგატარებთ!

1 თვის წინ ჩემი ორი ახალგაზრდა ექიმი კინაღამ დაგვეღუპა ავარიაში, მე თავად სასწაულად გადავრჩი. ყველანაირი გაფრთხილების მომხრე ვარ, რაც ადამიან სიკვდილს შეახსენებს და სიცოცხლის ფასს შეაგრძნობინებს. ასეა ეს!”