ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს და თან პოსტს ურთავს. ,,მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფოტოში რამდენი კილო ვარ. ზოგადად, ბედნიერება არაა კილოგრამებში. მთავარია, რომელ ნანუკასთან ვარ ჰარმონიაში. ზოგადად, ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე და არა, სხვები – ჩვენზე”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

