ხათუნა ხოფერია სტენოკარდიით კლინიკაში მოხვდა

ხათუნა ხოფერია სტენოკარდიით კლინიკაში მოხვდაპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ის თავად წერს.

,,სანამ ნაცები და ნაცასკოლკები როგორც პოლიტიკური ძალა, არსებობენ, არ მოვკვდები!
მოკლედ, კარგად ვარ!
ახლა უნდა გითხრათ, რა ფაქტის წინაშე დავდექი სტენოკარდიით შემოყვანილი საავადმყოფოში.
თურმე მე, როგორც ყოფილ დეპუტატს, რომელიც პენსიონერი კი ვარ, მაგრამ საპენსიო ასაკის –  არა, ჩემი ქვეყნისთვის საყოველთაო დაზღვევის საფასური არაფერი მქონია გაკეთებული და არც მეკუთვნის!
ამიტომ არ გავიკეთებ კორონაროგრაფიას, სტენტირებას, ხვალ დილით გამოვეწერები და წავალ სახლში!…
რა მნიშვნელობა აქვს სტენტირებული თუ უსტენტო გულით მეყვარება ჩემი ქვეყანა!
ოდესმე ალბათ საყოველთაო დაზღვევას მაინც დავიმსახურებ!
მადლობა პერსონალ სითბოსთვის, ზრუნვისთვის, პრიფესიონალიზმისთვია!”