,,ხალის გამო დასაქმებაზე ყველა უარს მეუბნება” – ,,თიბისი”, ,,მარშე”, ,,ნიკორა”… – მისი თქმით, ამ კომპანიებში ვიზუალი დაუწუნეს

,,ხალის გამო დასაქმებაზე ყველა უარს მეუბნება" - ,,თიბისი", ,,მარშე", ,,ნიკორა"... - მისი თქმით, ამ კომპანიებში ვიზუალი დაუწუნეს

კიდევ ერთი ახალგაზრდა უერთდება სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიას ,,არა მონობას”, რომელიც წერს, რომ სამსახურს იმის გამო ვერ შოულობს, რომ სახეზე ხალი აქვს.

მადლობა ღმერთს რომ ეს კამპანია ,,არა მონობას” დაიწყო.. როგორც ვიცით, საქართველოში შრომით კოდექსს არ აფასებენ და მართლაც რომ მონებად ვართ ქცეულები, მსახიობობა მინდოდა და თავისუფლებაზე ერთ-ერთ კერძო სამსახიობო კასტინგზე მივედი ხუთი წლის წინ და რაღაც მიმიკები ვაჩვენე და ნუ მსახიობებს გავაჯავრე, ჰოდა,  მითხრეს ნიჭი არ გაქვს, შვილოო და იმდენი გრიმი სად გვაქვს, რომ შენს სახეზე დავხარჯოთო. პირდაპირ ვუთხარი კიდევაც, ბარემ მოკლედ გეთქვათ-მეთქი, რომ ვიზუალიდან გამომდინარე, ვერ მიმიღებთ-თქო და წამოვედი,

უბრალოდ სირცხვილია დღევანდელი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, გარეგნობის გამო ყველანაირი იმედი ჩამიკლეს საქართველოში, სამწუხაროდ! წლების წინ თი-ბი-სი-ში მივედი და ასე განმიცხადეს, რომ იმიჯი გაკლიათ, ბატონო გიორგი და ვერ აგიყვანთ სამსახურშიო, თქვენ რაც შეიძლება მეტი კლიენტი უნდა მოიზიდოთ და არ უნდა გააქციოთო.

კიდევ მქონდა მცდელობა რესტორანში მიმტანის პოზიციაზე, მაგრამ კლიენტმა რომ საჩივარი დაწეროსო, ჩვენ ვერ მიგიღებთ, რადგან ვიზუალი არ გაქვთ შესაბამისიო. საჩივარი რომ დაწეროს კლიენტმა, თქვენი გულისთვის უფროსი რესტორანს არ დაკეტავსო. ასევე ნაძალადევზე ,,ნიკორას” ფირმაში მივედი და ნუ ზოგადად კომპანიები წინასწარვე აფრთხილებენ, ვინც უნდა მიიღონ და ვინ – არა. დიდი კომპანიები საერთოდ ეგრე არიან, მიიღებენ ადამიანებს ვთქვათ, 1000 ან 1500 და იქიდან მხოლოდ 50-მდე ან 70-მდე ადამიანს აირჩევენ, ისიც 5 ან 15 შეიძლება უცხო იყოს და არა კომპანიის თანამშრომლის ახლობელი ან ნათესავი და მათ შემცირებაში უშვებენ, როდესაც ჩნდება იმის ახლობლის ახლობელი ან ნათესავი იმ კომპანიისა, სვამენ კადრში. ხოლო ევროკავშირში ევროპის ქვეყნებში აჩვენებენ, რომ აი, ჩვენ 1500-მდე პირი გვყავს დასაქმებულიო და თქვენი გვარ-სახელები ყველგან ფიგურირებს, სადაც კი მისულხართ და სამსახურის დაწყება გსურდათ და არ მიგიღეს.

სინამდვილეში წერია მათ სიაში, ვითომ მუშაობთ, ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ არც ,,ნიკორაში” მიმიღეს. ყველა კითხვა პასუხი დავაკმაყოფილე ეგრეთ წოდებულ ტრენინგზე და ვინც იქ ვნახე, ზოგიერთებს  მართლა რომ კარნახობდნენ ტრენინგის ჩამტარებლები, ისინი იყვნენ სამსახურებში კონსულტანტებად და სირცხვილია! უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ამაოდ, რადგან ჩვენს სახელმწიფოში ადამიანებს ადამიანებად არ თვლიან და ჩვენ შრომისუნარიანობას არაფრად აგდებენ…

იმდენად ვნერვიულობ, ახლა რომ ვწერ, მაპატიეთ, თუ უცენზუროდ ან ცუდად გამომივიდა რამე ნათქვამი.  სამწუხაროდ, გაბანძებულ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. სახეზე მაქვს ხალი და ალბათ ცუდად ხვდებათ თვალებში, ვიფიქრე, ნორმალურ სამსახურში დავიწყებ მუშაობას-თქო, მაგრამ უარი მივიღე. ჯანდაბას ის 150 და 300 ლარი, მაგრამ ეს 150 და 300 ლარიც მართლაც რომ მონურია და ეს დამპალი, მაპატიეთ და, არაადამიანები ვიზუალსაც რომ აქცევენ ყურადღებას. მე ვიცი, პირადად ვიცნობ პიროვნებას, წერა-კითხვის უცოდინარია, სკოლაში არ უვლია, მხოლოდ სამი კლასი დაამთავრა და დააწყებინეს ბანკში მუშაობა და დისტრიბუციაში.

სკოლაც დამთავრებული მაქვს და უნივერსიტეტებიც და ვიზუალის გულისთვის კულტურულად მიშვებდნენ და მიშვებენ, სამწუხაროდ. რომ თურმე იმიჯი მაკლია. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თურქეთიც რომ თურქეთია, ისიც კი ჩვენზე უკეთესად ამუშავებს ადამიანებს ბარებსა თუ რესტორნებში, მოხუცები, ახალგაზრდები მუშაობენ და ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვაც კი არ არის. აქ კიდევ 20 წლის რომ ხარ, 30 წლიან გამოცდილებას გთხოვენ და 7 და 10 წლიანს  – დამპალი არარაობები.

ამ ქვეყანაში სამსახური რომ გქონდეს ადამიანს ნორმალური ანაზღაურებით და ზოგადად ფიზიკურად განსხვავებული ნაკლის მქონე და ისე ჩვეულებრივი ვიზუალის ადამანიც რომ სამსახურში აიყვანონ, ნაცნობობით ხდება. ,,ტაოშიც” ვცადე და ,,საქართველოს ბანკშიც” სივით, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. ,,ვენდისი”, ,,დანკინი” და ნებისმიერი კაფე ბარი ავიღოთ და დაცვის სამსახური თუნდაც, მოდი ავიღოთ საცხობები და ეგრეთ წოდებული ,,მარშე”, სადაც ქვეყანა ადგილია და არ მიმიღეს სამსახურში ვიზუალის გულისთვის! კადრები სავსეაო და თუნდაც ,,მარშეს” მენეჯერებს 3000 და 4000 ლარები აქვთ და 10.000 და 24.000 უფროსობას პრემიებით აქვთო, მუშები ამბობენ. ამას ვამბობ ,,მარშეზე!” და არამარტო მარშეს, რაც დიდი კომპანიებია, ყველას დიდი შემოსავალი აქვს და ხალხს 150, 300 და 500 ლარებს უხდიან თვიურად. დღეში რომ კომპანია იღებს 15000 და 200000 უბრალო მუშებს კი 300 და 500 ლარებზე ამუშავებენ, ეს არ არის უსამართლობა?!

ერთ-ერთ პურის ქარხანაშიც მითხრეს ადგილი არ გვაქვსო და მესამე დღეს თავის კაცი მიიყვანეს, საერთოდ ასეთ ამბებს დიდ ყურადღებას ვაქცევ და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ასეთი უმსგავსობები აღმოიფხვრება… ეწწლდებიან, რომ თავი გაიმართლონ და ისიც იცოდეთ, რომ შეუძლიათ ახალი ან ძველი თარიღით გააყალბონ ყველაფერი, რაც დასჭირდებათ, რადგან უბრალო ხალხი გაგვჭყლიტონ და დაგვადანაშაულონ, რომ ვითომდა არაფრის მაქნისები არ ვართ ადამიანები.

საქართველოდან იმიტომ მივდივართ ახალგაზრდობა, რომ ცხოვრება ადამიანურ პირობებში შევძლოთ! რომ ოჯახები ვარჩინოთ და ცხოვრება მოვიწყოთ. ებრაელი ვარ და საბუთს ვაკეთებდი, ჰოდა, მერიაში გამაგზავნეს იუსტიციის სახლიდან. სად ეროვნების დადასტურება და სად მერია, ასეთი პასუხიც მივიღე წაბრძანდით რუსეთში, ბატონოო და იქ გაგიკეთებენო, აქ ჩვენთან ვერ დაგეხმარებითო.

ადამიანს რომ ჩაუხშონ ყველა გზა წარმატებისკენ და მომავლისაკენ იმას ცდილობენ, დღე-ღამეს ასწორებენ თუნდაც გარემოვაჭრეები და ამწარებენ მაგ ადამიანებსაც. ერთ-ერთ სამსახურში მშენებლობაზეც მივედი და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ხალხი იყო იმ ადგილას, სადაც მერიამ ფართი ერთ-ერთ კომპანიას გამოუყო, რომ უნდა აშენდეს კლინიკა გლდანში, ,,კარფურთან” და საწყალი დევნილები ცის ქვეშ რჩებიან. აი, გეკითხებით, როგორ უნდა გადამებიჯა ნამუსისთვის და როგორ უნდა დამენგრია სახლები ობოლი ბავშვებისთვის მოხუცებული ხალხისთვის? და მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ჩვენ რა ვქნათ, როგორ დაგაკვალიანოთ, მთავრობას მიმართეთო, საწყალ ხალხს ქუჩაში ტოვებენ და მე მაგ მშენებლობის კომპანიაში როგორი ნამუსით მემუშავა?

ნუ, მოკლედ რომ ვთქვათა, განუკითხაობაა საშინელი, მეგობრებო.. ჩვენდა სამწუხაროდ”.