კალაძე: ,,ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის მერე არ გაკეთებულა, ერთ წელში გავაკეთო”

კალაძე: ,,ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის მერე არ გაკეთებულა, ერთ წელში გავაკეთო"„ყველაფრს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს პრობლემების მოგვარება და აღმოფხვრა, – ამის შესხაებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხდა.

კახა კალაძის თქმით, ახლა მეტრო, მიუხედავად ლოკალური პრობლემებისა, ჩვეულებრივად მუშაობს.

-იმას ახლა მე ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო, ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. შპალები დღემდე ხუთი ათასი ცალია შეცვლილი, მთლიანი რაოდენობა არის 110 ათასი, შესაბამისად ბევრია პრობლემა, თუმცა მოგვარებადია.

რაც შეეხეება სადგურების რეაბილიტაციას, თანხები არსებობს, მაგრამ იმ პროექტებით, რაც იყო გაკეთებული, პასუხიმგებლობას ვერ ავიღებ, რომ ხვალ კიდევ რაღაც უბედურება არ მოხდეს. პროექტები არ ექვემდებარებოდა იმ ნორმებს, რომელიც უნდა იყოს მეტროს სადგურებში, შესაბამისად თავიდან ხდება პროექტების გაკეთება. რაც იყო ვარკეთილში გაკეთებული, თავზე დაგვემხო, შესაბამისად ასეთი რაღაცები რომ არ მოგვივიდეს, საჭიროა კარგი დაპროექტება და ხარისხიანი შესრულება, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაითიშა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად უფასო ავტობუსები გამოყო.