,,იმდენი ვქენით, სანამ შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ” – ბიძინა ივანიშვილის წერილი

,,იმდენი ვქენით, სანამ შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ" - ბიძინა ივანიშვილის წერილი,,უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ყოფს” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.

„საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. 1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენილმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა,“- წერია ივანიშვილის წერილში.

ექსპრემიერის განცხადებით, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და ,,რჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ”.

ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე ,,შინნაზარდი დიქტატორი აირჩია”, რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს… განაგრძეთ კითხვა.