ექსპერტი გია ხუხაშვილი მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის დაკავების და გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და ფეისბუქში წერს:
,,თუ პირი არც მომხმარებელია, არც გამსაღებელი და მანქანაში მოწყობილი აქვს ნარკოტიკული შოუ-რუმი. ჩნდება ეჭვი, რომ ის არის რომელიმე სტრუქტურის აგენტი-პროვოკატორი, რომელსაც მეორე სტრუქტურა ,,ამჟღავნებს” რაღაც უწყებათაშორისი პრობლემების გამო?!”.
მის ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება აქვს. ადვოკატი ზვიად ნიშნიანიძე კომენტარებში წერს:
,,ვინ არის ეგ ტიპი, საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, როგორც მოქმედი ადვოკატი: მაგ მუხლით წლის დასაწყისიდან მე პირადად სამი საქმე მქონდა. სამივე სასამართლომ გირაოში დატოვა, ყველა 5 ათას ლარად.
წინაპირობა გირაოსი მაგ მუხლით – დანაშაულის აღიარება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლობის არქონა. რა მოხდა გასაკვირი მაგ კონკრეტულ საქმეში, ჩემთვის გაუგებარია”.