,,გადარჩა ყველა შედევრი, აბსოლუტურად უვნებელია მთავარი კათედრალი…” – დათო ლიკლიკაძე

,,გადარჩა ყველა შედევრი, აბსოლუტურად უვნებელია მთავარი კათედრალი..." - დათო ლიკლიკაძეჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს ავრცელებს:

,,ხანძარი ჩააქრეს. გადარჩა ყველა შედევრი და რელიქვია. აბსოლუტურად უვნებელია მთავარი კათედრალი, გარე ფასადი, უნიკალური ქანდაკებები კარიბჭეზე და მთავარი ნაგებობები.
დაიწვა მხოლოდ ხის სახურავი და რეაბილიტაციისთვის გამზადებული ხარაჩოები. ყველაფრის აღდგენა შეიძლება.

რაც შეეხება ჭკვიან და უმაგრეს ფრანგ სპეციალისტებს, კატეგორიულად აკრძალეს ავიაციის ჩართვა და გაუმართლათ ამ რისკზე წასვლა ( ამერიკის პრეზიდენტმაც კი მოუწოდა პრეზიდენტ მაკრონს, გამოეყენებინა ვეტმფრენები), რადგან საჰაერო ჭავლი მთლიანად დაანგრევდა ტაძარს, უკეთეს შემთხვევაში ჩარეცხავდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ორღანს და შედევრებს. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება.
ხო, მართლა, ორი კვირის წინ დავბრუნდი პარიზიდან, სადაც ჩემი სტუდენტები მონუსხული მყავდა ნოტრდამის ხილვით, ორი თვით ადრე კი მე და ჩემმა მეუღლემ მთელი დღე დავყავით ამ ტაძარში. ფოტოების აფრიალების თავი არ მაქვს. რაც მთავარია, გადავრჩით ფრანგებიც და დანარჩენი ცივილიზებული კაცობრიობაც”.