,,ძვირფასო ზესტაფონელებო…” – არჩილ თალაკვაძემ ჭიათურელებს მიმართა

,,ძვირფასო ზესტაფონელებო...” - არჩილ თალაკვაძემ ჭიათურელებს მიმართა,,ძვირფასო ზესტაფონელებო…”, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში შეკრებილ მოსახლეობას. მან ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.

თალაკვაძის თქმით, ჭიათურის შემდეგ ზესტაფონში მიდის და სწორედ ამიტომ შეეშალა.

-ძვირფასო ზესტაფონელებო… ჭიათურელებო. აქედან ზესტაფონში მივდივართ, — თქვა თალაკვაძემ.