,,დიდუბის სადგურში მოხუცი კაცი ტიროდა, ხალხიც ტიროდა… მერე მთელი გზა ამ ამბავზე ვფიქრობდი”

,,დიდუბის სადგურში მოხუცი კაცი ტიროდა, ხალხიც ტიროდა... მერე მთელი გზა ამ ამბავზე ვფიქრობდი"სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

,,ყოველდღე, შუადღისკენ ძალიან დაღლილი ვბრუნდები ხოლმე სამსახურიდან, 2 დღეში ერთხელ მიწევს მუშაობა და დღის მესამედს გზაში ვატარებ. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ მაქვს და ჩემს რაიონშიც ვერ ვნახულობ სამსახურს, რითიც ოჯახს შევინახავ. მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა. მინდა, ერთი საოცარი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც დღეს გადამხდა.

დღეს სმენიდან გამოსული დაახლოებით 12 საათისკენ მივედი დიდუბის სადგურში, საიდანაც ჩემი სოფლის მარშუტკას უნდა გავყოლოდი, დაღლილი და უძილო ვიყავი. როცა მიუვახლოვდი ჩემი სოფლის მარშუტკას, შევნიშნე ერთი მოხუცი კაცი, წვრებით და დაღლილი სახით, ამ სახეზე კი ცრემლები მოსდიოდა, დახეთქილი ნაშრომი ხელებით კი ამ ცრემლებს იწმენდდა და შემოხვეულ ხალხს მადლობებს უხდიდა. იქ მყოფების ნაწილს კი ცრემლები სდიოდა და ნაწილს კი სიხარულის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. საოცარი სანახაობა იყო, სიხარული ჩანდა ადამიანების და ცრემლებიც სიხარულის სდიოდათ მათ.
ჩემში რაღაცნაირად სიხარულმა იფეთქა მათ შემხედვარე და გული ამიჩქარდა, შეიძლება ითქვას, ხელით მეჭირა გული ამის დანახვის შემდეგ.

იქვე ჩემი სოფლელი იჯდა ჩემი სოფლის მარშუტკაში და ვკითხე მას, თუ რა ხდებოდა და რატომ იყვნენ ადამიანები ასე, მან კი მომიყვა, რომ ეს მოხუცი კაცი ყოველდღე დადის ბურბუშელას, მზესუმზირას და ტკბილეულს ყიდის. ჩამოყვება მთელი სადგურის მარშუტკებს და ხალხს სთავაზობს ამ ყველაფერს, რომ შეხედავ მიხვდები, უბრალო და ცხოვრებისგან დაჩაგრული მოხუცია, მათხოვრობის ნაცვლად თავისი დახეთქილი და დაბერებული ხელებით ცდილობს, მცირედი შემოსავალი მიიღოს და ასე ირჩენს თავს.
ზუსტად ასე მივიდა ერთ-ერთ მარშუტკასთან და სთავაზობდა მგზავრებს ამ ყველაფერს.  მგზავრებიდან კი 3 მეგობარი სტუდენტი აღმოჩნდა, რომლებმაც მოხუცი დაინახეს და ყველაფერი,  რაც მას ჰქონდა გასაყიდი, მისგან იყიდეს, შემდეგ კი დამატებით თანხაც მისცეს, ეს თანხა კი ალბათ მისი 1 კვირის გამომუშავებულ თანხაზე მეტი იყო.

მოხუცი თანხას არაფრის დიდებით არ ართმევდა, მაგრამ ახალგაზრდების დაჟინებული თხოვნით ცრემლმორეულმა გამოართვა ბოლოს თანხა, იქვე ჩაიკუნცხა და ბედნიერების ტირილი დაიწყო. ხალხში სიხარულმა იფეთქა ამ ყველაფრის დანახვისას რამდენიმე მათგანმა სახლისთვის ნაყიდი პროდუქტი უწილადა მოხუცს და უფრო დიდი სიხარულის ნაპერწკალმა გაიელვა მათში. ამ ყველაფრის შემხედვარე კი ყველას ბედნიერების შეგრძნება ჰქონდათ, იმის გამო, რომ ადამიანებს არ დაუკაგავთ თანაგრძნობის და დახმარების გრძნობა, ეს ყველაფერი კი ჩემთვისაც საოცარი სანახავი იყო.
სოფელში მიმავალი კი ვფიქრობდი, თურმე როგორი კარგები ვყოფილვართ და გაჭირვების მიუხედავათ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ უანგაროდ”, – წერს მამაკაცი სოციალურ ქსელში.