ბავშვი მამის გარდაცვალებიდან 1 წლისა და 8 თვის შემდეგ ჩაისახა – ,,ეს არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის ნაყოფი”

ბავშვი მამის გარდაცვალებიდან 1 წლისა და 8 თვის შემდეგ ჩაისახა - ,,ეს არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის ნაყოფი"ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი სოციალურ ქსელში ინ ვიტროტი გაჩენილი ბავშვის ისტორიაზე წერს:

,,ჩემს ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია, უამრავი საინტერესო და ტრაგიკული ისტორიით, ეს შემთხვევა არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის და სიხარულის შედეგად მიღებული ნაყოფი.

ინ ვიტროს განაყოფიერების პროცესში, სანამ დედის საშვილოსნოში ემბრიოტრანსფერი განხორციელდებოდა, 1 წლის და 8 თვის წინ ამ პატარა ანგელოზს მამა გარდაეცვალა და მომავალი დედა ნათია მესხია და ჩვენ ექიმები დავრჩით 1 ემბრიონის ანაბარა.

პასუხისმგებლობა ასმაგად დიდი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ის ფაქტი, რომ არც ერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვპარვოდა. ემბრიონი გადავიტანეთ და ორსულობაც დადასტურდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში ღმერთის ხელი რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს და თამარ ხასაიას. რომ არა შენ თამარ ჩვენ უძლურები ვიქნებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის. მე ვარ ბედნიერი თქვენით წინ დიდი მწვერვალები გველოდება დასაპყრობად”.