ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:
,,ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს! გამარჯობა, ბატონო ბიძინა! მე ალექსანდრე ახალკაცი მოგმართავ. ისევე როგორც მიშას დროს და ვანოს დროს მივმართავდი ომბუდსმენს და არასამთავრობო ორგანიზაციებს! დიახ, მე ის ალექსანდრე ახალკაცი გახლავართ, რომელმაც რეჟიმთან ბრძოლას საკუთარი ოჯახის წევრები შევწირე, ის ალექსანდრე ახალკაცი, ჩემგან შეწყალებაზე თხოვნა რომ მიეღოთ და სამი დღე მიცვალებულებზე მიმაჯაჭვეს და რომ ვერ გამტეხეს, სრულიად ჯანმრთელი ქრონიკული ტუბერკულოზიანებთან ერთად მომათავსეს, რათა მოვმკვდარიყავი, ის ალექსანდრე ახალკაცი, ,,ადინოჩკაში” მყოფმა ციხიდანაც ჩავაბარე ეროვნული გამოცდები დ მიშას კონსტიტუცია დავარღვებინე. ის ალექსანდრე ახალკაცი, რომელზეც თქვენ ჟურნალისტებთან შედვედრისას ისაუბრეთ და თვალცრემლიანი ამბობდით, თქვენმა მეუღლემ რომ ვერ გაუძლო ჩემი რომანის ,,გამოცდა ხელბორკით” მიხედვით გადაღებულ ,,ჰეროკრატიის” პირველი ეპიზოდის ყურებას და ,,რა დამართეს იმ საწყალ ბიჭსო”, ამბობდით.
კარგად იცით, 18 წლის ასაკიდან, როცა ჩემი ტოლა გოგო-ბიჭები სწავლობდნენ და კაფე-ბარებში დროს ატარებდნენ მეგობრებთან ერთად, მე ერთადერთი დროის სატარებელი ციხის ჯურღმულებდი მიშასთნ და რეჟიმთან ბრძოლა მქონდა მიზნად და შიმშილობა უამრავჯერ. წამით არ მინანია. რომ ჩემი ახალგაზრდობის 5 წელი 5 თვე და 5 დღე რეჟიმთან ბრძოლას შევალიე, რადგან საბოლოოდ გავიმარჯვეთ.
გენახსოვრებათ 2016 წლი არჩევნები, რომელიც გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიამ” მოიგო და თან ისე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო ოცნებამ. გემახსოვრებათ ისიც, რომ ეს ფილმი 2018 წლის საპარლამენტოს წინაც გაუშვით და რატომ? რადგან შეგეხსენებინათ, საზოგადოებისთვის ვინ დავამარცხეთ! და მოგმართავთ, იცით, რატომ? დღეს მინისტრი, რომელიც 2012 წლამდე არავის გვახსოვს, სად ბრძანდებოდა, პირდაპირ ეთერში მემუქრება, მე კაცს, რომელიც ვერ მოკლა მიშამ, კაცს რომელმაც კვირიკაშვილის თქვენ მიერ გათავისუფლებამდე წელიწადით ადრე თქვა, რომ კორუფციაში იყო გახვეული. და მე
მემუქრება ვინმე გახარია და ხელს აფარებს პოლიციელს, რომელიც ჯერ კიდევ ამაყობდა, რომ 2002 წელს მოვიდა პოლიციაში და არის ვანოს გაზრდილი!
ბატონო ბიძინა, ამათ პოპულიზმი ხასიათში გადაუვიდათ და თან იტყუებიან! იტყუება თქვენი ხელდასმული მინისტრი, როცა ამბობს, სამოქალქო საქმეს მედავებიან, როცა ადმინისტრაციული საქმეა! მე ალბათ ამ ქვეყანაში ბოლო ტოტი დავრჩი, ვინც ნაცებს სამარეში ჩადებს და ამ ტოტის მოტეხვა სურს შსს მინისტრს, რომელსაც გარს მხოლოდ ნაცები ახვევია, ნაცებს იმიტო ვამბობ, რადგან არ მჯერ სისხლისმსმელის ყოფილ სისხლისმსმელად მოხსენიების.
ბოკასა როდესაც დაიჭირეს, თქვა, რომ ადამიანის ხორცი ყველაზე გემრიელია და ესენი ხომ პატარა ბოკასები არიან. მე ვამხილე პროკურატურა, რომელმაც გაგა მკურნალიძე მხოლოდ 3 წლით და 6 თვით დაიჭირა და ბიჭი დღეს დეველოპერია. მე ვამხილე ზარდიაშვილი და კიდევ ბევრი სხვა და გახარიამ, ნაცების დამცველმ მიმისტრმა ჩემზე შურისძიება გადაწყვიტა. მე თავის დროზე დავამარცხე სიკვდილი და გადაეცით თქვენს მინისტრს, რომ ვერ შემაშინებს კაპეზეებით და დაჭერით კაცს, რომელიც სამი დღე მკვდარზე დაბმული ჰყავდა მკურნალიძეს.
ვერ გამაჩუმებს გახარია! ამ ომს, თუნდაც მომკლას, მაინც მე მოვუგებ! მე მწამს სამართლიანობის და იმისაც, რომ თქვენ უამრავ რამეს გატყუებენ. გახარიამ ისე შემრაცხა როგორც ნაცებს ჩვეოდათ ტერმინები, ჰოდა, ბატონო ბიძინ, ჩემი ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გახარიას და მსგავსებს არ მოიშორებს საქართველო.
პატივისცემით მწერალი, უფლებადამცველი, სამოქალქო აქტივისტი ალექსანდრე ახალკაცი!”.

