თაკო ჩარკვიანი ლელა კაკულიაზე: ,,მისი შვილის პრემიერობაზე ვერ შევთანხმდით”

თაკო ჩარკვიანი ლელა კაკულიაზე: ,,მისი შვილის პრემიერობაზე ვერ შევთანხმდით"თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში წერს ლელა კაკულიას ქალიშვილზე, თამარ პატარაიაზე, რომელიც ჯერ პარტია ,,კანონი და სამართლის” წევრი გახდა, მერე კი პარტია დატოვა.

,,ქართული ოცნება, კერძოდ ივანიშვილი დარჩა ,,ლელა კაკულიას” და მჯღიბავების ,,იმედზე”, როგორც თავად მჯღიბავი ამბობს, ,,ეშმაკუნებთან ”ერთად, როგორც მჯღიბავი ამბობს: ,,ნააბაროტ”, პრემიერად გვიმზადებს შვილს, ვიცე-პრემიერად არაო.

ჰოდა, არ გვინდოდა, გვეთქვა, მაგრამ აი, მისი შვილის ,,პრემიერობაზე” ვერ შევთანხმით პარტიაში, ჯერ სწავლის გაგრძელება შევთავაზეთ ,,ბოვშვს”, ადრეა ცოტა-თქო. გაგვინაწყენდნენ. იმდენი დამსახურება არ მაქვს? ამდენი ხანია ქართველ პოლიტიკოსებს ვემსახურები და ვისაც რა უნდა, იმას ,,ვუწინასწარმეტყველებ”,  ,,ვმკითხაობ” და ერთი პრემიერობა რა მოხდა, რომ ამ განადგურებულ საქართველოში ჩემი გასათხოვარი გოგოსთვისაც რომ გაიმეტოთო. ეჰ, რას ვიზამთ, ვერ გავიმეტეთ. ,,შარლატანების” ხელისუფლება, ,,შარლატანკების” იმედად – იმედზე”, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.

,,ჩემი ქალიშვილი წამყვანი მინისტრი იქნება, მას წინასწარმეტყველების უნარიც აქვს”, – ამბობდა ლელა კაკულია.