თაკო ჩარკვიანი: ,,დედას გეფიცებით, ვხარხარებ, ნაღდად მიდის ივანიშვილი, ხალხო”

თაკო ჩარკვიანი: ,,დედას გეფიცებით, ვხარხარებ, ნაღდად მიდის ივანიშვილი, ხალხო"პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელის, პოეტ დავით მაღრაძის სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება და ფეისბუქში წერს:

,,დედას გეფიცებით, ვხარხარებ ცრემლებამდე, ეტყობა, ნაღდად მიდის ივანიშვილი, მეგობრებო. ამათი ოპოზიციონერობა არ დაიჯეროთ, როგორც ბესელია იტყოდა, ,,ხალხნოოოოოო!”.

დავით მაღარაძემ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ,,ოცნების” გუნდი გააკრიტიკა:

-ვფიქრობ, რომ ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი, თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, რა თქმა უნდა, ეს გაუგებრობა და ეს პროტესტი გაიზრდება. მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება, რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებასა და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი.

არ ვიცი, რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ უთქვენოდაც მაგრები ვართ, ჩვენ ამომრჩეველიც არ გვჭირდება, ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზე, როგორც მხედარმთავარი მაკედონელიც კი, არავისთან პარალელს არ ვავლებ, მაგრამ მაკედონელიც ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან სანამ, მიგითითებთ კარისკენ.