პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში წერს:
,,ამ საღამოს ერთმა ადამიანმა მკითხა: ,,კარგი რა, თაკო, ეს კორუფცია რა არის ასეთი (რუსეთის მოქალაქეა)?! რუსეთშიც არის, მაგრამ ცხოვრობს ხალხი”. გამეცინა, შევეცადე, ამეხსნა, იმიტომაც გაქვთ ჩამპალი ეკონომიკა და იმიტომაც ცხოვრობს გაჭირვებულად ხალხი, მოსკოვის შემოგარენშიც კი ,,მენდელეევის ცხრილი” აქვს ლამის რუსეთს და ამხელა რესურსის მქონე ქვეყნის ხალხი შიმშილობს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ არ და ვერ ესმოდა, რაზე ვესაუბრებოდი. მეც მეზარებოდა ახსნა, რომ არ მოგატყუოთ, არადა ცოტა რომ გაანძრიოს ადამიანმა ტვინი, ასეთ დუპლეტურ კითხვას ხომ არ დასვამს: ,რა არის კორუფცია ასეთი?!”.
რა არის და, ლეიკემიით, ონკო-დაავადებით დასნეულებულის ან კიდევ სხვა მძიმე ავადმყოფის ჯიბეში ხელის ჩაყოფას და მისი კუთვნილი ფულის მოპარვას ჰქვია კორუფცია. აი, ეს არის კორუფცია-კორუფციული გარიგება და ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა, პენსიონერი-მოხუცის და უპოვართა ფულის, სახლში წაღებას ჰქვია კორუფცია. სხვა განმარტება არ აქვს – ეს არის და კიდევ მაგარი სირცხვილია, მე თუ მკითხავ!”.

