,,საზღვარი რუსებს კი არა, ჩემს მეზობლებს ვერ გავაგებინე, რომ ნაგავი ჩემს ფანჯრებთან არ დაალაგონ” – მაკა რაზმაძე

,,საზღვარი რუსებს კი არა, ჩემს მეზობლებს ვერ გავაგებინე, რომ ნაგავი ჩემს ფანჯრებთან არ დაალაგონ" - მაკა რაზმაძეტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე ფეისბუქში ხურვალეთის მოვლენებს ასე აფასებს:

„საზღვარი რუსებს კი არა, ჩემს მეზობლებს, რომლებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობები მაქვს, ვერ გავაგებინე, რომ საკუთარი ნაგავი ან ძველმანები, რომლებიც უკვე თავადაც აღარ სჭირდებათ და გადაყრაც ენანებათ, ჩემს ფანჯრებთან არ დაალაგონ, მიზეზით – აბა, ადგილი არ გვაქვსო…

მკაცრი რეგულაციები ალაგებს ყველაფერს. მე ვერიდები მეზობლების განაწყენებას და ჯერჯერობით ვითმენ ამ უმსგავსობებს, მაგრამ სახელმწიფო, ჩემგან განსხვავებით. უამრავი ადამიანის წინაშეა ვალდებული და, მგონი, უფრო გარკვევით უნდა მიუთითოს ყველას, სადაა მათი ადგილი და სად არ უნდა დაყარონ საკუთარი ნაგავი. მაშინ აღარ იქნება ლაივით ატეხილი განგაში სალაპარაკო”.