,,სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა… ეს 300 დოლარიანი პიარია” – ავაკოვი

,,სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა... ეს 300 დოლარიანი პიარია" - ავაკოვისაქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილამა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან  განაცხადა, რომ  პირველ აპრილს უკრაინაში  ჩავა და ელექტრონული ბილეთი წარმოადგინა:

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, – განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა:

„1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა“, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

ფაქტები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი