„რომ მოგიფჩენია პირი, დავიჯერო, ერთი ახლობელი არ გყავს ემიგრაციაში?“

„რომ მოგიფჩენია პირი, დავიჯერო, ერთი ახლობელი არ გყავს ემიგრაციაში?“,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, დალი ქავთარაძის პოსტმა ემიგრანტების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. ემიგრანტი ეკა ჭაავა მას ფეიბუქით მიმართავს:

,,ქალბატონო დალი, ძალიან ბევრი ემიგრანტი, უფრო სწორად, ემიგრანტების 99% დიპლომიანია და ზოგი ორდიპლომიანიც ცნობისთვის და ვგონებ, თქვენზე განათლებული და ნასწავლიც.

რომ მოგიფჩენია პირი (ჰო, მოგიფჩენია, აბა, საღად მოაზროვნე იმას არ იტყოდა, რაც თქვენ თქვით) და ამბობთ, მონობა გინდოდათ და ხართ მონებიო, დავიჯერო ერთი ახლობელი, ერთი ნათესავი, ერთი მეზობელი, უბრალოდ ნაცნობი არ გყავთ ემიგრაციაში? თუ ყველა თქვენ გარშემო თქვენსავით ,,ზეგანათლებულია?”.

ისე, ცნობისთვით, ამ თქვენი პირის მოფჩენით და უაზრობების წერით უცნობ ადამიანებს კი არა, მათაც მიაყენეთ შეურაცხყოფა, თუმცა ამას თქვენი ზეგანათლებულება რას მიხვდება.

ჰო, ისე, ცნობისთვის, არავის უხარია წლობით სხვის სამსახურში ყოფნა სხვის ქვეყანაში და მისი ქვეყნის, მისი ოჯახის, მისი სახლის, დედის, მამის, შვილების, შვილიშვილების დატოვება, მაგრამ ბოდიშის მოთხოვნით, იმ თქვენმა სათაყვანებელი ბიძინამ რომ უკანსვლის მეტი არაფერი გააკეთა (არც მის წინამორბედს უქნია რამე) ხალხისთვის, ამიტომ არიან გადმოხვეწილი და ცრემლში, მონატრებაში ათენებენ და აღამებენ.

იმ საქართველოში, სადაც თქვენ როგორც ამბობთ, ყველაფერი კარგადაა, აბა, მოიხსენი ის ვარდისფერი სათვალე და ნახე, რამდენი ხელგაგაწვდილი მოხუცია ქუჩაში, რამდენი მშიერი ბავშვია, რამდენი ავადმყოფია, თუმცა საკუთარი ცხვირის და კუჭის იქით ალბათ ვერც ამჩნევთ რამეს ან რა საჭიროა, შეამჩნიოთ, მთავარია, თქვენ იყოთ კარგად და სხვა ჭირსაც არ წაუღია.

ბოლოს კი მოვითხოვ ჩემი და ჩემსავით შეურაცხყოფილი ემიგრანტების სახელით, ბოდიში მოიხადო თითოეული ემიგრანტის წინაშე!”.

ემიგრანტების განაწყენება დალი ქავთარაძის ამ პოსტმა გამოიწვია:

„დამღალეს ამ ემიგრანტებმა, გესწავლათ და გემუშავათ საკუთარ ქვეყანაში. თქვენ თუ არ გაქვთ შესაბამისი განათლება, ბიძინამ რა ქნას? მონობა გინდათ და ჩამოუბანეთ მოხუცებს, ეს თქვენი არჩევანია. ბატონმა ბიძინამ შეძლო, ყველას ჰქონოდა ღირსეული სამსახური, ვინც განათლებული ვართ და საკუთარ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. თქვენს უბედურებას სხვას ნუ აბრალებთ. უმადური ხალხი ხართ უმადური”.

ალია.ჯი