,,რა ბოღმიანი ხალხი ხართ, რეებს წერთ, რა უბედურებაა!” – რა გამოხმაურება მოჰყვა ოთო ნემსაძის გამარჯვებას

,,რა ბოღმიანი ხალხი ხართ, რეებს წერთ, რა უბედურებაა!'' - რა გამოხმაურება მოჰყვა ოთო ნემსაძის გამარჯვებას,,საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა, შესაბამისად, ,,ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით ის გამოვა.

შოუს ფინალს სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. პროექტის ფეისბუქგვერდზე ბევრი კრიტიკაც დაიწერა და ბევრი ქებაც.

,,ბრავო პირველი არხი… უმაგრესი შოუ და ბრავო გორელებს! ოთო გილოცავ! რომან გიორგაძე – უმაგრესი სიმღერაა და შემსრულებელი ხომ შეუდარებელი! ბრავო!”.

,,ფინალში ვერ გადავა და სამუშაოდ მაინც დარჩეს ისრაელში”.

,,ლიზა ბოლო 3 ტურია ლიდერი და ახლა ოთომ რანაირად მოიგო? რაღაც მარში, რომელსაც ევროპა მაგრად დაიკიდებს! აზრზე არ ხართ ევროვიზიის, ვაფშე ეგეთი სიმღერები იძუყნება! წელს არ ვუჭერ საქართველოს მხარს, რადგან არც იმსახურებს!”.

,,ეგრე რა! ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისაო. ტიპი გვინდოდა ევროვიზიაზე და ძლივს გვეღირსა. მიდი,  ოთო, გადაჯეჯგვე მთელი ევროპა და გახდი გამარჯვებული”.

,,რა ბოღმიანი ხალხი ხართ, რეებს წერთ, რა უბედურებააა! ადამიანმა მოიგო, თუ უკეთესად მღერით, წადით და იმღერეთ! და თუ არ გესმით და სმენა არ გაქვთ, ესე იგი იმიტომაც ვერ იგებთ, რატომ მოიგო ამ ბიჭმა!”.

,,როგორ არ გრცხვენიათ, ვინც წერთ, რომ ოთოს ევროვიზიაზე წასვლით ,,გავბანძდებით”, ,,სირცხვილია” და ,,ვაიმე, არ შეგი”ლ”ია”-თ .მართლა სირცხვილია ოთოზე მსგავსი მარაზმი შეფასება. წარმატება ვუსურვოთ, ხომ არ ჯობია?”.

,,მაგარი ბიჭია, მთელი გულით მღერის ხოლმე, მაგრამ მისი მონაწილეობა თავიდანვე არასწორი და გათვლილი იყო რა. კაი, ამას რომ დავანებოთ თავი, სიმღერა არც ტექსტით და არც მელოდიით არ ბრწყინავს. მე ქართველი რომ ვარ და სენტიმენტებმა რო, მომასმენინა, თორემ ევროპა ჩემს ფეხება გაუგებს მავ სიმღერის თავს და ტანს, ჩვენი პატრიოტიზმი კიდევ მაგრად ჰკიდიათ და დაიღალნენ ,,პახოდუ” ამ ,,ატოპ რაშას” სკანდირებით, შოუ სჭირდებათ…”.

,,უკვე მრცხვენია, რა შედეგსაც დავდებთ ევროვიზიაზე”.

,,ოთოს გამარჯვება სამართლიანია. ფინალში ოთოს შესრულება იყო საუკეთესო და მგონია, ევროვიზიაზეც ამ სიმღერით მეტია შანსი მოგების”.

,,მთელი პროექტის მანძილზე ვგულშემატკივრობდი ლიზას, მაგრამ დღეს ოთოს მოსმენის დროს მივხვდი, რომ მოიგებდა. თემატურადაც და სიძლიერითაც დღეს ოთო იყო საუკეთესო, ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას”.

(ფინალში შესრულებული სიმღერა, იხილეთ ვიდეო).

ოთო ნემსაძე – ფინალი – „სულ წინ იარე“ – ავტორი: რომან გიორგაძე

ოთო ნემსაძე – ფინალი – „სულ წინ იარე“ – ავტორი: რომან გიორგაძე

Gepostet von საქართველოს ვარსკვლავი am Sonntag, 3. März 2019