ნუგზარ სულაშვილი: ,,თქვენ ხართ პატიოსანი ბოზები, როდესაც ქმართან წვებით მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ქალთან არ წავიდეს”

ნუგზარ სულაშვილი: ,,თქვენ ხართ პატიოსანი ბოზები, როდესაც ქმართან წვებით მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ქალთან არ წავიდეს"ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქში მწვავე თემას ეხება და ფეისბუქში წერს:

,,პატივისცემით პატიოსან ბოზებს

რამდენიმე წუთის წინ წავიკითხე სასულიერო პირთა მორალი და შემდეგ თვალი გადავავლე კომენტარებს, სადაც აღშფოთებული, შეშფოთებული და მეუღლის ერთგული მდედრნი თუ მამრნი, ქოქოლას აყრიდნენ ყველას, ვინც გაბედა და თქვა საჯაროდ: ,,დიახ, მე მაქვს სექსი”.

სამწუხაროა, რომ ეს მართლაც ღვთიური საჩუქარი, რომელიც გვირგვინია სიყვარულის, რაღაც დამაკნინებელ თვისებად და ტერმინად დამკვიდრდა საქართველოში და მისი ინტერპეტაცია მარაზმამდე დავიდა.

სექსი არ არის გარყვნილება! გარყვნილებაა უსიყვარულოდ სარეცელის გაყოფა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას ჯვარდაწერილი აკეთებ, თუ ჯვარდაუწერელი.

გარყვნილება და ამორალიზმია, როდესაც სექსი პარტნიორთა შორის მხოლოდ ვალდებულება ან უბრალოდ მოვალეობა ხდება, თუნდაც ეს იყოს ფიზიოლოგიური მოთხოვნა ან სურვილი გამრავლების მიზნით.
დაუშვებელია იმას, რასაც სიყვარული უდევს საფუძვლად საძაგისი და მიუღებელი იყოს მისთვის, ვის მიმართაც შიშისგან ძრწიხართ და თავად, ყველაზე დიდ სიყვარულში – ღმერთში ეძებოთ ჯოჯოხეთი.
ჩემო, პატიოსანებით შემოსილო, მრუშო და მეძავო მართლმადიდებლებო, ვეცდები, ლაკონურად განგიმარტოთ, რომ ხართ პატიოსანი ბოზები, მაშინ, როდესაც ქმარს აძლევთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ქალთან არ წავიდეს; ცოლს ჟიმავთ იმისთვის, რომ ქალია და ეს სჭირდება, ვინაიდან ღალატის ცდუნებამ არ უკბინოს; ქმართან წვებით იმ დროს, როცა მას აუდგება, რადგან ქმარია და ვალდებული ხარ;
ჯვრის წერა არ განთავისუფლებთ, იყოთ ყალბები, იმართებოდეთ ინსტინქტებით და სექსი მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებად გაგაჩნდეთ. დასაგმობი, მიუღებელი, საძაგი და ცოდვით სავსე – უსიყვარულო სექსია!
ქორწინების სახლში გაფორმებული კონტრაქტი და წმინდა საიდუმლოთი დაგვირგვინებული შეუღლება არ გაძლევთ არანაირ მორალს, სხვებს მორალი უკითხოთ და გაკიცხოთ, დასცინოთ, შეაჩვენოთ, თუნად ოფიციალურად გაუფორმებელი და ჯვარდაუწერელი სექსისთვის!”.