ნანუკა გულუა თამარ ლომიძის დაჭრაზე: “სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას, ვინც ქალზე აწევს ხელს!”

ნანუკა გულუა თამარ ლომიძის დაჭრაზე: "სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას, ვინც ქალზე აწევს ხელს!"ყოფილი ქმრის, შმაგი დოლიძის მიერ, ახალგაზრდა ქალის, თამარ ლომიძის, დაჭრის ფაქტს , მსახიობი ნანუკა გულუა ეხმაურება:

“რა უნდა გავაკეთოთ, რამდენი ხელმოწერა შევაგროვოთ, სად დავდგეთ, ვისთან ვიყვიროთ, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას, ვინც ქალზე აწევს ხელს, დაემუქრება, დაიმონებს! გთხოვთ “ცოტა მომითაქუნა რა უჭირს კაცო” -ს თქმა არ გაბედოთ, პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გადმოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში! ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს, “სამარადისო სავანე” დააწერეთ და ეყარონ იქ!!!! ” – წერს ნანუკა გულუა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში, ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ექმურება.

ნიუპოსტი

ქმრისგან მძიმედ დაჭრილი თამარ ლომიძე საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა