,,მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში” – მაია ასათიანის ფოტოს დიდი განხილვა მოჰყვა

,,მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში" - მაია ასათიანის ფოტოს დიდი განხილვა მოჰყვატოქ შოუ ,,პროფილის” ფეისბუქგვერდზე მაია ასათიანის ფოტოს გამოქვეყნებას, რომელიც სიახლეებს აანონსებს შოუში, დიდი განხილვა მოჰყვა. ძალიან ბევრი აკრიტიკებდა მაიას, მათი შეხედულებით, შეუფერებელი ფოტოს გამო. თუმცა ტელეწამყვანს დამცველი და მაქებარი მეტი გამოუჩნდა და წარმატებები უსურვეს მასაც და მის გადაცემასაც. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

,,ყველაზე მაგარი ქალია… ყველაზე მაგარი დედაა და მისაბაძი. დიდი ტკივილის მიღმა გავიღიმოთ – ასეთია ცხოვრება. რაც მეტად გვეტკინება, მეტად გავიღიმოთ”.

,,ძაძები რომ ეცვას და სახედახოკილი იყოს, ბედნიერები იქნებით, ხომ?”.

,,ეს ხალხი ასეთი კრიტიკულები და გარკვეულები, როგორც სხვის ცხოვრებაზე არიან,
თავიანთ ცხოვრებაზე რომ იყვნენ, 100 წლით წაიწეოდა საქართველო განვითარებით”.

,,ხალხო, რით ვერ დაიღალეთ კრიტიკით. გეყოთ. ვისაც მისი გშურთ, მისი გზა გაიარეთ და სხვებმა გაკრიტიკონ, მერე როგორ იქნება. მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში”.

,,ბევრს გიხარიათ წაქცეული ქალი… მისნაირი ძლიერი ქალი ბევრია, რომელსაც გული ტკივილით აქვს სავსე და ხალხს ის ახარებს, წაქცეული და გულგახეთქილი. ამიტომაა ნათქვამი, მტერსაც უნდა გაუღიმო, რომ უარესად გაღიზიანდეს”.

მშობლები.ჯი

,,მაიას წარმატებები და გაძლება ამ ვეშაპების ხელში" - მაია ასათიანის ფოტოს დიდი განხილვა მოჰყვა