ხარაგაულის სოფელ ვარძიაში გოჭების ლომბარდი გაიხსნა. ამის შესახებ სოციალური ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გოჭის კვებისა და მოვლის ხარჯებს ცხოველის მეპატრონე ანაზღაურებს.
,,თურმე, ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ლომბარდი გაუხსნიათ, სადაც გოჭებს ილომბარდებენ… პატრონი ანაზღაურებს კვებისა და მოვლის ხარჯებს, რაც საკმაოდ ზრდის გოჭის ღირებულებას. P.S. ვისაც გოჭი უნდა ,,იაფად” იშოვის, საახალწლოდ ლომბარდიდან გამოიყვანს ჩატოვილ გოჭებს,” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
დაიჯესტი


