გიორგი ქადაგიშვილი: ,,შეუშვი ოთხივე უფასოდ, აქედან ერთი კავკასიელია…”

გიორგი ქადაგიშვილი: ,,შეუშვი ოთხივე უფასოდ, აქედან ერთი კავკასიელია..."გიორგი ქადაგიშვილი ფეისბუქში გერმანიაში ცხოვრების ერთ ეპიზოდზე ყვება:

,,მოკლედ გოპინგენში (ქალაქია გერმანიაში) სამ შავკანიანთან ერთად შევდივარ გამაჯანსაღებელ საუნაში, სიტუაცია ისეთია, რომ 4 ადამიანზე ცალ-ცალკე რომ იყიდო ბილეთი, დაახლოებით 25 ევრო ჯდება, ხოლო საოჯახო ბილეთი 12 ევრო. ჰოდა, პირველი, რაც ვუთხარი მოლარეს, იყო ის, რომ საოჯახო ბილეთი გამოეწერა.

– როგორ? თქვენ ერთი ოჯახი ხართ? – მეკითხება მოლარე.
– დიახ, – ვპასუხობ
– და ერთმანეთის ვინ ხართ?
აგრძელებს საუბარს და აი, ამ მომენტში … ერთმა განადან ჩამოსულმა ,,პროფესორმა” დაახეთქა:
– ძმები ვართ (არ დამაცადა რა).

უყურებს ეს მოლარე ხან ამ სამ შავკანიანს, ხან მე, შემდეგ მეკითხება.

– მართლა ძმები ხართ?
– დიახ, ვპასუხობ მე.
– ეგ როგორ? ისინი შავები არიან, შენ თეთრი.
– შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.
ვეუბნები მე და ამასობაში ფოიეს კარი იღება ხარხარით.
გამოდის ზორბა კაცი (საუნას მფლობელი, როგორც შემდეგ გავარკვიე) და მოლარეს მიმართავს:
– შეუშვი ოთხივე უფასოდ, აქედან ერთი კავკასიელია.
– საიდან მიხვდით? ვეკითხები მე.
– მე ჩერქეზი ვარ, ნალჩიკში ვცხოვრობდი და ვიცი, რომ ქართველის გარდა ღმერთს არავინ დააბრალებდა ყალბ სასწაულს, რომელმაც ჩემი მოლარე გააოცა.

აი, ასეა, რაღაც ვერ ხდება ქართველის ცხოვრებაში ისე, როგორც მას სურს და ხან ღმერთია შუაში და ხანაც კიდევ ეშმაკია დამნაშავე”.