,,ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი არც ძალადობას თაკილობს”

,,ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი არც ძალადობას თაკილობს",,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელით გამოეხმაურა ანა ბაგრატიონისა და მისი ყოფილი ქმრის, დავით ბაგრატიონ-მუხრაელს შორის სასამართლო დავას და დაწერა:

„მე არ ვიცი, სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა, ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაჰყვაო. ასეთ ძალადობას 99% ვერ გაუძლებდა.
მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძალადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“.