დავით ქაცარავას მეუღლე: ,,გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა… ამ ბულინგსაც გადავიტანთ”

დავით ქაცარავას მეუღლე: ,,გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა... ამ ბულინგსაც გადავიტანთ"დავით ქაცარავა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დღეს განგაში ატეხა და ფეისბუქში დაწერა, რომ რუსი ოკუპანტები ხურვალეთში შევიდნენ.  მალევე სუს-მა განცხადება გაავრცელა და ეს ინფორმაცია უარყო. დამკვირვებლებმა კი თქვეს, რომ ბორდერიზაცია არ მომხდარა.

სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილი დავით ქაცარავას აკრიტიკებს და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. დავით ქაცარავას მეუღლემ, სოფო ხაჭაპურიძემ ამ ადამიანებს ფეისბუქით გასცა პასუხი:

,,გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა… ყველა, სათითაოდ დავათვალიერე, ვინც დათოზე წერდა, იტყუება, არაფერი ხდებაო, ყველა გორელია! ვინ დაგარიგათ ასე ერთი ტექსტით? გორის მერმა? გამგებელმა? თი ამან?თამაზა მჭედლიძემ? ეს იმას ჰგავდა, ერთი მერისგან მოპარული ტექსტით ახალ წელს რომ ულოცავდა მეორე მერი…

დამკვირვებლებმა დაწერეს, არ განახლებულა ბორდერიზაციაო! არავინ ამბობდა, რომ ბორდერიზაცია განახლდა. თქვეს, რომ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები შევიდნენ სოფელში. დამკვირვებლემბა ამ ინფრომაციას საერთოდაც გვერდი აუარეს, არც დაადასტურეს და არც უარყვეს. იქვე პოლიციის ბლოკპოსტთან სოფლის მცხოვრებლები ადასტურებდნენ, რომ გადმოთრეულები იყვნენ რუსი ჯარისკაცები ხაზის აქეთ. პოლიციამაც გადასარევად იცოდა და ამიტომ არავინ შეუშვეს.

აი, გორის მერს ,,რამსები” აერია და ეშლებათო, რუსებზე თქვა. თავად კი დარაზმა საკუთარი ტიტუშკა – ცრუპენტელები, ჯერ კლავიატურასთან ამუშავა, მერე ხურვალეთის პოსტზეც მიიყვანეს ეს საზიზღრები. დავდე მანამდე ერთის ფოტო. დათომაც მითხრა, მოვიდა და გვეტიტინებოდაო. კარგი პასუხიც მიიღო.

რატომ გავიდნენ უკან რუსები? ზუსტად იმიტომ, რომ ატყდა ამბავი! რომ გავიდნენ, მერე შეუშვეს ჟურნალისტებიც. დიახ, ადგილი არ ჰქონია ინციდენტს, ვერც ექნებოდა, რუსები ერთმანეთს ხომ არ დასცხებდნენ?
აქამდე რომ გადმოდიოდნენ და ხალხს იტაცებდნენ, ეს ყველას დაავიწყდა, ნაცემი მაია ოთინაშვილი დაავიწყდა ყველას. ირაკლი კვარაცხელია მოკლეს რამდენიმე დღის წინ… ამაზე მეტი ინციდენტები რაღა გინდათ?
და სიტყვა ,,პროვოკაციის” მნიშვნელობა რომ არ იცით, ნუ აბრეხვებთ დათოსთან მიმართებაში აქ ზოგიერთი ტვინიკოსა კლავიატურის ვირტუოზები…
პოსტი საჯაროა და კითხვებიც დაწერეთ თუ გაქვთ აქვე კომენტარებში. ამ ბულინგსაც გადავიტანთ მშვიდად და გადასარევად. საქმით მტკიცდება აქ ბევრი რამ და არა ვიღაცების არაგონივრული მიკერძოებული შეფასებებით”, – დაწერა დავით ქაცარავას მეუღლემ.