ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში საფრანგეთის სასამართლოში მომხდარ ამბავზე დაწერა:
,,დღეს ტრიბუნალში ერთ-ერთმა მოსამართლემ მთელი სერიოზულობით ჰკითხა დაზარალებულს:
– კი, მაგრამ 21-ე საუკუნეში, თქვენ გინდათ, დამაჯეროთ, რომ მეუღლე სასტიკად გეპყრობოდათ და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ?
ეგრევე დაუგუგლე და ავაფარე თვალებზე ჩვენი გაძუყნული დედოფლის ფოტოები.
ვინ არისო, მკითხა.
დედოფალია-მეთქი.
ვინ სცემაო.
მეფემ-მეთქი.
ჯერ შესვენება გამოცხადა და მერე პროცესი გადადო”.

