დიდ დიღომში მცხოვრები ხათუნა ჩინჩალაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მოგესალმებით, უბნელებო.
ეს არის ჩემი მანქანა, რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები, პარკირებაზე მდგომს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ნასვამი კაცი დაეცა. კაცი კარგადაა, მსუბუქი მოტეხილობებით გადარჩა. აი, ჩემი მანქანა კი გმირია, ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
პ.ს. კიდევ კარგი, დაზღვეული მყავდა”.

