,,ახლოვდება კატასტროფა და მას ვერ გადაურჩება ვერც ერთი ოჯახი და მოქალაქე” – გურამ ქართველიშვილი

,,ახლოვდება კატასტროფა და მას ვერ გადაურჩება ვერც ერთი ოჯახი და მოქალაქე'' - გურამ ქართველიშვილიგადაცემა „გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ს ავტორი, მწერალი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეროვნული კატასტროფის შესახებ წერს:

„ეროვნული კატასტროფა ყველას შეგვეხება, ემიგრანტსაც და არაემიგრანტსაც. ისეთი დრო დგას, რომ თუ დღეს არ გავიღვიძეთ ხვალ ნამდვილ მიწიერ ჯოჯოხეთში მოგვიწევს გაღვიძება, რადგან მთავრობა უკვე აშკარად ადგას ქვეყნის მატერიალურად და სულიერად გაყიდვა-გახრწნის გზას.

ლიბერასტული ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უმაგრებენ ზურგს პირდაპირ და ურევიზიოდ ასრულებს მათ დავალებებს. ევროპის ხელისუფალნი კი უკვე დიდი ხანია აღარ მალავენ, რომ მათ ქვეყნებზე მიმდგარი აზია-აფრიკელი მიგრანტების გადასროლა-კონცენტრაცია საქართველოში უნდა მოხდეს. არადა ყველა ჭკუათმყოფელმა იცის, რომ ეს პროცესი კავკასიის ამ ცენტრალური ქვეყნის აფეთქებას და რეგიონში შეუქცევად სისხლისღვრას გამოიწვევს.

დასავლელი ეგრეთ წოდებული ,,სტრატეგიული პარტნიორები“ ჩვენ ქვეყანას, არც მეტი არც ნაკლები, ,,საზარბაზნე ხორცად“ განიხილავენ და ამ საერთაშორისო მიგრანტულ ომში გასაწირად იმეტებენ. ამავე გეგმის ნაწილია ის ქართველებისთვის დამასუსტებელ-დამამცირებელი პოლიტიკაც, რასაც ნეოლიბერალური მთავრობები ჩვენი მოქალაქეების მიმართ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ახორციელებენ. ხოლო აუარებელი თანხები, რომლებსაც დასავლეთის სახელმწიფოები ვითომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის გზავნიან საქართველოში იუდას ჰონორარებად ილექება – ივანაშვილის, მინისტრ-ჩინოვნიკების, პარლამენტარების და აგენტ-არასამთავრობოების ჯიბეებში.

ახლოვდება კატასტროფა და მას ვერ გადაურჩება ვერც ერთი ოჯახი და მოქალაქე. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გამოვიჩინოთ არნახული სიფხიზლე და დავიწყოთ გაერთიანება, რადგან ამ დამღუპველი პროცესის შეჩერება მხოლოდ ქართველებისვე რკინისებურ ერთობას შეუძლია. განზე უნდა გადავდოთ ყოველგვარი პირადი, რადგან მშობლიური საყრდენი-სახლი საქართველო განსაცდელშია.

არნახული ერთობის დროა!!! (გავაზიაროთ)“-წერს გურამ ქართველიშვილი

ფაქტები.ჯი