,,აი, ეგ თოფი ერთ ადგილას უნდა…” – ზაზა ხუციშვილის ნადირობის ფოტომ ხალხი აღაშფოთა

,,აი, ეგ თოფი ერთ ადგილას უნდა..." - ზაზა ხუციშვილის ნადირობის ფოტომ ხალხი აღაშფოთა

,,გაემოს დაცვა ქართულად” – ამ წარწერით ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა ხუციშვილის ფოტო, რომელიც ნანადირევთან ერთად არის გადაღებული.

ამ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

,,აი, ეგ თოფი ერთ ადგილას უნდა… კაცმა. ჩვენს გადამწვარ ტყეებს კურდღლების დახოცვა უნდა? ნუ, ეგ შერჩათ, ფიქრობენ. ბუნებას გენოციდი ხანძრების სახით გამოუცხადეს ამ ვიღაცა, უკაცრავად და, ფულს დახარბებულმა ხიხოებმა”, – ნათია საგინაშვილი.

,,კურდღლები თუ არ დახოცე, ახალი ხის ნერგები რაც ამოვა, ეგრევე ჭამენ და ახმობენ და ნადირობა ზოგჯერ სავალდებულოც არის, თუ რომელიმე სახეობა ზედმეტად გამრავლდება, გამოხშირვა სჭირდება ხოლმე”, – გოგა გვენეტაძე.

,,ეს როგორ მოკალი, შე ნადირო შენა!”, – ნუნუ გაფრინდაშვილი.

,,ეს უბედურები მირბიან პოლიტიკაში თავიანთი ცხოვრების მოსაწყობად. რა მომღერალიც იყო, ისეთი პოლიტიკოსია! ასეთი ფოტოს საქვეყნოდ დადება საამაყოა? თურმე „მაგარი“კაცი ყოფილა, ცხოველებსაც ხოცავს”, – ციცო აფხაზავა.

,,გარემოს დაცვა არ უნდა ჩააბარო მონადირეს”, – ირმა პ.

,,რაღა სალომეს ქურქი”, – ბელა ჩეკურიშვილი.