ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ვაგზალზე, პროდუქტების საწყობი ფაქტობრივად ტუალეტში აქვთ.
,,რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვაგზალზე ,,გავიჭედეთ”. ფეხით ბევრიც ვიარე და საბოლოოდ საპირფარეშოში მომიხდა შესვლა.
გაჭირვებაო და ეგეთი სიტუაცია, თორემ რა მინდოდა იქ. ანტიჰიგიენა ხომ იყო, ქლორის სუნმა ლამის დამცა, მაგრამ რაზეც ვწერ, უარესია… ამავე ადგილას მდებარეობდა საწყობი, პირდაპირ იატაკზე ელაგათ ქამა სოკო და ფორთოხალი.
ეს ხომ უბრალოდ ადამიანობაზეა დამოკიდებული. არ ვიცი, ასე რამ გადაარჯულა ხალხი, ასეთ რამეებს რომ აკეთებენ. უბრალოდ სინდისის გრძნობაა საჭირო, რომ ეს არ გააკეთო”, – აღნიშნავს ფესბუქმომხარებელი.
იქვე კომენტარებში კი კიდევ ერთი მსგავსი ამბავი წერია:
,,ეგ იმასთაან არაფეერია, მე რომ სამარშრუტო ტაქსიში ქალს ,,გადავაწყდი”. პირველი ორადგილიანი სავარძელი დაკავებული ჰქონდაა და ალბათ 9-10 ქათამი, რომლებიც სავარაუდოოდ ჩასააბარებლად მიჰქონდა, იქვე გაპუტა. მერე სავარძლებზე მოათავსა, შეფუთა და ჩანთაში ჩაალაგა. არ ვიცი, ამას რა ჰქვია! უბრალოდ ვფიქრობ, რომ თვითშეგნების და ელემენტარული ჰიგიენიის ცოდნა გვაკლია (მსუბუქად რომ ვთქვათ). ხალხის რეაქცია არ მავიწყდება, ბოლო ადგილები მაშინ დაფასდა”.

