ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.
დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე მესამე კვირაა, რაც აქციებს მართავს საპატრიარქოსთან, კარავში ათენებს ღამეებს, მაგრამ უშედეგოდ. ცოტა ხნის წინ მან ფეისბუქში დაწერა:
,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში. წინა კვირის აქციის საპასუხოდ ნიშნისმოგებით შემომითვალეს, რომ ოცდაათკაციანი აქციით ვერაფერს მივაღწევ.
გუშინ ჩემი ძმა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ექიმმა მითხრა, ახალგაზრდა რომაა, იმიტომ გადარჩა, მაგრამ იგივე შეტევას მეორედ ვეღარ გადაიტანს, ძალიან დასუსტებული ორგანიზმი აქვსო.
კლავენ, ხალხო, ეს ნაძირლები. მესამე კვირაა, კარავში ვცხოვრობ. რა გავაკეთო, აღარ ვიცი. ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მაგას რომ რამე მოუვიდეს, ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ”.

