თაკო ჩარკვიანი: ,,ეკა ბესელია საუბრობს და ,,ჟუჟუნა წვიმა” მოდის”

თაკო ჩარკვიანი: ,,ეკა ბესელია საუბრობს და ,,ჟუჟუნა წვიმა" მოდის"თაკო ჩარკვიანი ეკა ბესელიას ,,რუსთავი 2″-ში გაკეთებულ განცხადებებს ფეისბუქით ეხმაურება და მას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

,,რუსთავი2″-ის ეთერში ეკა ბესელია ზის (მეშვიდე წელია, კომიტეტის თავმჯდომარე). ეკა საუბრობს და ,,ჟუჟუნა წვიმა” მოდის და მოდის. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერზე პასუხისმგებელი პირია, ყველა შეცდომის და სამარცხვინო გადაწყვეტილების ,,გამპრავებელი”.

მთელი საღამოა, უტიფრად საუბრობს, რომ არაფერი იცოდა, ჰოდა, რომ არ იცი, ამიტომ ხარ პასუხისმგებელი, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი რომ არის ან საერთოდაც არ არსებობს სამართალი ხშირ შემთხვევაში. შეუძლებელია ამ ,,გამობრძმედილი” დემაგოგიის მოსმენა, როგორ ბედავს და რამდენს ბედავს!

მეშვიდე წელია, ქვეყანა დაშალეთ ნაწილ-ნაწილ, დაანგრიეთ სახელმწიფო ინსტიტუციები და, რაც მთავარია, იმედი ჩამოანგრიეთ თავზე ხალხს, წუმპეშია ქვეყანა. როგორ ბედავენ კიდევ  თავის დაძვრენას და მომავალში ოპოზიციონერის ,,მანტიით” საუბარს. შეურაცხმყოფელია!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.