,,საპენსიო ფონდში დაგროვებული 41 მილიონიდან 600 ათასი უკვე შეიჭამა” – ზვიად ხორგუაშვილი

,,საპენსიო ფონდში დაგროვებული 41 მილიონიდან 600 ათასი უკვე შეიჭამა" - ზვიად ხორგუაშვილისაპენსიო ფონდის შესახებ ისევ ბევრი გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვებია. ზვიად ხორგუაშვილის აზრით, ჩვენი ხელფასებიდან ჩამოჭრილი 41 მილიონი ლარიდან დაახლოებით 600.000 უკვე ინფლაციამ შეჭამა.

-სავალდებულო საპენსიო თანხა რომ ჩამოგვეჭრა მათ, ვინც ვმუშაობთ, ხომ გახსოვთ? 41 მლნ ლარია დაგროვებული. ჰოდა, დაახლოებით 600.000 ლარი ინფლაციამ უკვე შეჭამა, რადგან მთავრობამ ინვესტიცია არ გააკეთა. საინვესტიციო საბჭო ჰყავს დასაკომპლექტებელი, ანუ ასეულმილიონობით თანხას გვართმევენ და ჯერ ესეც არაა გაკეთებული.

წლის ბოლომდე ვერ ვიზამთო. წლის ბოლოს კი ასე 10 მილიონი ლარი ექნება უკვე შეჭმული ინფლაციას (ერ. ბანკის მიზნობრივ ინფლაციას და დაგეგმილ შემოსავლებს თუ გავითვალისწინებთ).

მორალი: თუ არ გამოვფხიზლდით, უარესად გადაგვივლიან.