ნათია ფანჯიკიძე: ,,ერთადერთი სულიერი დაავადება ბოროტებაა”

ნათია ფანჯიკიძე: ,,ერთადერთი სულიერი დაავადება ბოროტებაა"ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე  ფეისბუქსში წერს:

„მიყვარს არაპროფესიული, გულუბრყვილო კითხვები, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ არაპროფესიონალის მიერ დასმულ შეკითხვას შეუძლია მოგეხმაროს ახალ, ნამდვილ ინსაითში. ის, რაც ელემენტარულ ჭეშმარიტებად გაქვს გაფორმებული და ანალიზს აღარასდროს უბრუნდები, თითქოსდა აზრის, მოვლენის სიმარტივის და თავისთავად ცხადობის გამო, და უცებ შეკითხვის ავტორის დახმარებით ამ უმარტივესში აღმოაჩენ სრულიად ახალ სიღრმეს.

ამჯერად ერთი ახლობელი ადამიანის ექსცენტრიკულ ქცევას შესწრებულმა მეორე ახლობელმა ადამიანმა სიყვარულით, მაგრამ მაინც, როგორც ხშირად იციან ხოლმე, მკითხა: გააფრინა, ხომ? ეს სულიერი დაავადებაა თუ ფსიქიკურიო. ახლობლებს შორის ეს ხუმრობით დასმული კითხვა ისე მომეწონა, ყველაფერი დადგა თავის ადგილზე.. მიუხედავად იმისა, რომ „სულიერი დაავადება“ სამეცნიერო ტერმინი არაა, ხშირად ვიყენებთ ადამიანები ამ სიტყვებს. ხო, ფსიქიკურად ჩვენ არც ერთი არავინ არ ვართ ყოველთვის ერთნაირ ფორმაში.

ყველას გვაქვს ფსიქოზური ბირთვიც და ნევროტული ბირთვიც, რომელიც შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გაგვიაქტიურდეს ან დაცხრეს, უცნაურადაც მოვიქცეთ დროდადრო, მაგრამ სულიერად დაავადებული ეს სულ სხვაა. სულიერად ის ადამიანი, ვისზეც კითხვა დასვა მეორემ, ერთადვე აღვნიშნეთ, რომ ყველაზე ჯანსაღია, ყველაზე სწორი, კეთილი, საოცარი… და საერთოდაც, უმეტესწილად, ფსიქიკური დიაგნოზის მქონე ადამიანები სულიერად, სწორედ რომ ყველაზე, ყველაზე ჯანსაღები არიან.

ერთადერთი სულიერი დაავადება ბოროტებაა. საკუთარ თავებში უნდა ვებრძოლოთ ჯერ და მხოლოდ მერე გარეთაც“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.