,,მთელი ღამე ჩემს ძმაზე ვფიქრობდი… ვინ იცის, როგორ ელოდება ამ მომენტს” – თორნიკე მამალაძე

,,მთელი ღამე ჩემს ძმაზე ვფიქრობდი... ვინ იცის, როგორ ელოდება ამ მომენტს" - თორნიკე მამალაძედეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს მართავს. დაკავებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ფეისბუქში წერს:

,,პირველი ღამე საპატრიარქოსთან კარავში, პირველი დილა… კარავში ბევრჯერ გამითევია ღამე  მთაში, მაგრამ ასეთ სიტუაციაში – არასდროს. ცოტა მციოდა, მანქანების ხმაურიც მაწუხებდა, მაგრამ მაი არაფერი…

მთელი ღამე ჩემს ძმაზე ვფიქრობდი. კარავში ხომ ძალიან პატარა სივრცეა, კედლები თითქმის გვერდებზე გებჯინება. მასეა ჩემს ძმასთანაც, საკანში. დილისკენ გარიჟრაჟზე შევხსენი ეგრეთ წოდებული ზმეიკა და გარეთ გამოვედი, ჰაერი ჩავისუნთქე, საოცარი შეგრძნება იყო. მერე მივხვდი, რომ ჩემშ ძმას ეს შეგრძნება ორი წელია არ განუცდია. მას არ შეუძლია კარი გააღოს, თუნდაც ფანჯარა და დილით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. ვინ იცის, როგორ ელოდება ამ მომენტს”.